logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია სააკაშვილზე: ბაიდენთან შეძრომასაც ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ჩამოწერილი პოლიტიკური მასხარაა
- +

19 ნოემბერი. 2020. 03:07

 

„სააკაშვილი ჩვეულებრივი ყვარყვარეა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთანაც ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მის ინაუგურაციაზე არც კი შეუშვეს და ცერემონიალს ბუჩქებიდან უყურებდა, ახლა კი ბაიდენთან შეძრომასაც ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ჩამოწერილი პოლიტიკური მასხარაა“, - ამის შესახებ ამერიკის პოლიტიკური სისტემის მკვლევარმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ხომ მოისმინეთ, რას ამბობს ფარულ ჩანაწერში ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი – სააკაშვილი დასავლეთს დესტაბილიზაციის ფაქტორად მიაჩნია და მისთვის დიდი წითელი ხაზი აქვს გადასმულიო!

 

როგორც უკვე ვთქვით, სააკაშვილი ჩამოწერილი საქონელია და ნაცმოძრაობას ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება! ერთადერთი, ვინც სააკაშვილი საქართველოსთან მიმართებაში დესტაბილიზაციის იარაღად შეიძლება გამოიყენოს, ეს არის რუსეთი, რომელთანაც მას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა!“, - განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner