logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობა ითხოვს იმ მანდატის გამოყენებას, რომელიც მოგვანიჭეს და არა პროცესების ქუჩაში გადატანას
- +

19 ნოემბერი. 2020. 19:23

 

 

„მოსახლეობა ითხოვს იმ მანდატის გამოყენებას, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს და არა პროცესების ქუჩაში გადატანას, რომელიც საბოლოო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს - თითოეულ ოჯახზე აისახოს ეკონომიკური კეთილდღეობა“, - ამის შესახებ  ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

 

„მოსახლეობის მხრიდან იყო საუბრები იმ გამოწვევებზე, რომელიც ქალაქშია სწორედ ჩვენი ჩართულობით, ვგულისხმობ ოპოზიციასაც, გვეზრუნა, შევსულიყავით პარლამენტში და საპარლამენტო სივრცე გამოგვეყენებია. მოსახლეობის მოთხოვნაა რუსთავში ეკოლოგიური მდგომარობა გაუმჯობესდეს, რომელიც ნომერ პირველი პრობლემაა, ასევე გამოწვევად რჩება უმუშევრობა და დასაქმების პრობლემები, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები, რომელიც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ, იქაც არის გარკვეულ მიმართულებაზე ხარვეზები. კერძოდ, პანდემიის პირობებში ძალიან უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს მედიკამენტების თუ სხვა კუთხით. ეს ოჯახები უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან, რადგან პანდემიის ფონზე კიდევ უფრო არ გაუარესდეს მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ საკითხებზე მუშობასა და ცვლილებებს ითხოვს მოსახლეობა. ითხოვენ იმ მანდატის გამოყენებას, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს და არა პროცესების ქუჩაში გადატანას, რომელიც საბოლოო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს - თითოეულ ოჯახზე აისახოს ეკონომიკური კეთილდღეობა“, - განაცხადა ლაცაბიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner