ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიონ ევროს გამოყოფს
-
+
19 ნოემბერი. 2020. 19:50
ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები კონფლიქტის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოვყოფთ. მივესალმები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებული ვარ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები აღმოჩნდნენ, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან“, - განაცხადა ევროკავშირის კრიზისის მართვის კომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.