logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ნაწამები სხეული დაახვედრეს ოჯახს და ბოლოს ათასი სისაძაგლე დააბრალეს ამ საწყალ კაცს...
- +

19 ნოემბერი. 2020. 22:13

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და წერს:

 

„ამ ამბავზე გული მიკვდება... როგორი სისასტიკით მოკლეს ჯერ, ნაწამები სხეული დაახვედრეს ოჯახს მორგში და ბოლოს ათასი სისაძაგლე დააბრალეს ამ საწყალ კაცს... ხან აგენტი ეძახეს ხან ვითომ ნარკოტიკების მომხმარებელი. როგორც იცოდნენ მოკვლა არ იყო საკმარისი, მერე უნდა ლაფში ამოესვარათ აუცილებლად...“, - წერს ცაგურია.

 

ცნობისთვის, 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

 

საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაფექტიან გამოძიებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner