„ულტიმატუმი, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არც განიხილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ხელახალი არჩევნები არ იქნება, თუმცა სხვა რამეებზე კომპრომისი ბუნებრივია, შესაძლებელია. საარჩევნო კოდექსის სრულყოფა შეიძლება დაუსრულებლად, ბუნებრივია, ასეთი წინადადებების განსახილველად მზად ვართ. რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს, მესამე რაუნდი სავარაუდოდ იქნება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.