logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ხელახალი არჩევნების ჩატარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
- +

20 ნოემბერი. 2020. 00:58

 

 

„ხელახალი არჩევნების ჩატარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ შეცვლის“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ ამ პოლიტიკური ჯგუფების, მათი ლიდერების პოზიციებს, ჩვენ როგორც პასუხისმგებელი ძალა, მზად ვართ შემდგომი შეხვედრისა და დიალოგისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ შეცვლის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner