logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩნდება განცდა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტია იღებს დაფინასებას იმისთვის, რასაც არ აკეთებს
- +

20 ნოემბერი. 2020. 01:21

 

 

„პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რა არის პოლიტიკური პარტიების დაფინასების ფუნქცია. ფუნქცია არის ის, რომ დემოკრატია ფინასდებოდეს ზოგადად და არა რომელიმე კონკრეტული სუბიექტი. ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და ძლიერი ინსტიტუციები მოიცავს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.

ამიტომაც შევთანხმდით ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომ დაფინანსდეს პოლიტიკური პარტიები. დაფინასება ხდება კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩნდება განცდა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტია იღებს დაფინასებას იმისთვის, რასაც არ აკეთებს.

 

„ჩემთვის ეს ცხადად ჩანს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასე მკაფიოდ არ არის დარეგულირებული, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწვეტილებები, თუმცა რომ სჭირდება ამ საკითხს დარეგულირება და ახლებულად გადახედვა, ვფიქრობ, ცალსახად სახეზეა. აქედან გამომდინარე, იმ მოსაზრებებს, იდეებს, რომლებიც დასახელდა ამ მიმართულებით და შეიძლება ამ პირობების გადახედვას გულისხმობდეს, რა თქმა უნდა მე მხარს ვუჭერ. ალოგიკურია, რომ ხორციელდებოდეს პარტიების დაფინასება, რომელები იმ ფუნციას არ ასრულებენ, რისთვისაც ფინასდებიან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner