logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მივმართავ თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, 21 ნოემბერს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ არჩევანი და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწევთ
- +

20 ნოემბერი. 2020. 02:14

 

 

„კიდევ ერთხელ მივმართავ თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, ათიათასობით ზუგდიდელს, ვინც მხარი დამიჭირა, რომ კიდევ ერთხელ 21 ნოემბერს გავაკეთოთ არჩევანი და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწევთ“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია.

 

„მიუხედავად პროვოკაციებისა, მიუხედავად უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებებისა არც ერთ ვითარებაში არ ვუპასუხეთ ამ ბრალდებებს და ვაგრძელებდით ყოველდღიურ და პერმანენტულ მუშაობას ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენი ამოცანა იყო, ზუგდიდში გვქონოდა არჩევნები, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ყველას დავანახებდით, რომ ზუგდიდი არ არის დაპირისპირების ცენტრი, არამედ ზუგდიდში შესაძლებელია მშვიდი საარჩევნო კამპანიის წარმოება. ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები. საერთო ჯამში ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრიდა 15 კანდიდატი და ასეთი შეჯიბრებითობა ზუგდიდში დიდი ხანია არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა სურვილი და იმედი, რომ არჩევნებს პირველივე ტურში დავასრულებდით, მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია და ეს არის დემოკრატია მოქმედებაში. ჩვენ ვაგრძელებდით მთელი ეს პერიოდი მზადებას მეორე ტურისთვის. შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე აქტივობა იყოს შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, ათიათასობით ზუგდიდელს, ვინც მხარი დამიჭირა, რომ კიდევ ერთხელ 21 ნოემბერს გავაკეთოთ არჩევანი და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner