„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს არის სამართალდარღვევა, ყოველ ჯერზე ჩვენ ვეუბნებით ყველას, მათ შორის ადგილობრივ დამკვირვებლებს, მოგვიტანონ ფაქტები და აუცილებლად იქნება რეაგირება, მათ შორის კანონის საფუძველზე“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
"რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ყველა არჩევნებზე იწერება დასკვნებში რომ ვიღაცებს მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე საჯარო მოხელეები, ფაქტების გარეშე. არცერთ არჩევნებზე ფაქტები არ მოუყვანიათ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს არის სამართალდარღვევა, ყოველ ჯერზე ჩვენ ვეუბნებით ყველას, მათ შორის ადგილობრივ დამკვირვებლებს, მოგვიტანონ ფაქტები და აუცილებლად იქნება რეაგირება, მათ შორის კანონის საფუძველზე. არცერთი ფაქტი როდესაც არ ფიქსირდება და მუდმივად ერთი და იგივე ტრიალებს ყველა დასკვნაში, ყველა არჩევნებზე ეს არის თავისთავად პრობლემა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.