logo_geo
eng_logo
„ნება მიბოძეთ, წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს დახმარება, დაახლოებით, 100 მილიონი ევრო“
- +

1 ივლისი. 2016. 18:18


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დღეს სრულად შევიდა ძალაში.



ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზანია, გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით (DCFTA).



საბაჟო ტარიფებისა და კვოტების მოხსნისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონებისა და წესების ევროკავშირის სტანდარტებთან სრულყოფილად დაახლოების შემდეგ, შეთანხმება საქართველოს სთავაზობს სავაჭრო ჩარჩოს გაფართოებასა და ეკონომიკურ ზრდას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესულ ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ბაზართან.



ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაციით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა უფრო ფართო და ღრმა გახდა, რაც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს.

 

ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ქვეყანასთან, რომელიც ამ დრომდე მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, ანგარიშვალდებულების წესები საჯარო გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის და გამჭვირვალობა", - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ.

 


ევროკომისარის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან ბენეფიტებით მომავალში უფრო ხშირად ისარგებლონ.



უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა - ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს.

 

ნება მიბოძეთ, წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი უზრუნველყოფს ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.



ასოცირების შესახებ შეთანხმების არსებითი ნაწილები დროებით გამოიყენება 2014 წლის  პირველი სექტემბრიდან. ჩვენ უკვე ვნახეთ მნიშვნელოვანი და კონკრეტული მიღწევები.


ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 16% -ით გაიზარდა 2015 წელს და, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შედეგებით, ევროკავშირში ახალი ქართული ექსპორტი რეალიზდება. 



ქართული კივი, თხილი, ნიორი და ღვინო უკვე ევროკავშირშია ექსპორტირებული. ასევე, იზრდება სპილენძისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო ევროპული სტანდარტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასახავს მოკლე და საშუალოვადიანი რეფორმის პრიორიტეტებს  2017-2020 წლებისათვის მომზადების პროცესშია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner