logo_geo
eng_logo
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
- +

20 ნოემბერი. 2020. 21:04

 

 

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატო გრიგალაშვილმა, ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ლუკა მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner