„მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მთელი ქვეყანა ჩაიკეტება. ასე ნამდვილად არ იქნება“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მოგვიწიოს მიზნობრივი შეჩერებები გარკვეული მიმართულებებით. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და რა მითითებებიც იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს. ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა არ იგეგმება და ამაზე საუბარი, ამ ეტაპზე, არ ყოფილა“, - განაცხადა კალაძემ.