"მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ის, რომ მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში გამარჯვების იმედი არ აქვს, ადასტურებს ისიც, რაც მეორე ტურამდე შექმნა თვითონ. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ სრულ მობილიზებას და დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ”ქართული ოცნებიდან”, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ ჩემ მოწინააღმდეგეს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცემ პატივს და ვაფასებ, რასაკვირველია, ისიც კარგად ვიცი, რომ პირველ ტურში ჩემზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ამას რასაკვირველია, თავისი გარემოებები ჰქონდა, მარგამ მე, როგორც ყოფილი სპორტსმენი და როგორც პარლამენტის მოქმედი წევრი, შესაბამისად მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ მეორე ტურში ჩვენ გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.