logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყანა არ დაბრუნდება სიბნელეში, კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს
- +

21 ნოემბერი. 2020. 00:59

 

ახლოვდება ახალი წელი და მიზანმიმართულად ხდება ამ საკითხის წამოწევა, რაში გვჭირდება განათებები, რაში გვჭირდება ახალი წელი, გასულ წლებშიც საახალწლო სამზადისთან მიმართებით, იგივე დამოკიდებულება და მიდგომები იყო. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში დეპრესიისა და ნიჰილიზმის შეგრძნება იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მათი ქმედებები და მოწოდებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ სიტუაცია.

არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში. კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს, ახალ წელს ელოდებიან ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შედგეს. ქალაქი წელსაც მოირთვება, იქნება ლამაზი, მოკრძალებული, შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც წინა წლებში, მაგრამ გპირდებით, საახალწლოდ მორთული დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner