logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს „თამაში“, ძალიან სახიფათოა
- +

21 ნოემბერი. 2020. 01:19

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე განხორციელებულ თავდასხმას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

 

„ამ საღამოს ტერორისტული პერფორმანსი გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს:

შესაძლოა ამან ტენდენციის სახე მიიღოს, ხალხი არასერიოზულად მოეკიდოს, შემდეგ კი, როცა რეალურად თავდასხმა მოხდება და მძევლებსაც აიყვანენ, ამ არასერიოზულ მიდგომას სერიოზული ტრაგედია მოჰყვეს.

ამიტომ არის ეს "თამაში" ძალიან სახიფათო და ნუ გაგვიკვირდება, როცა ამ შემთხვევას მართლმსაჯულების სისტემა მთელი სერიოზულობით მიუდგება.

"კარგი ბიჭია და სამართლიანი მოთხოვნები აქვს", ერთია და სულ სხვაა ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა.

კანონი ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვისაც კი სასჯელს ითვალისწინებს და ამ ბიჭმა მთელი სამართალდამცავი სისტემა ცერებზე შეაყენა“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner