ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს იუბილარია.
ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენი 77 წლის ასაკში აირჩიეს, რითაც ის აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტის სახელით შევა.
აქამდე ამ ტიტულს რონალდ რეიგანი იკავებდა.
ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად უკვე აღიარა, თუმცა თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს