logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: "ქართული ოცნების" გარეშე, ვინ რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე: სადისტი, თაღლითი, პოპულისტი...
- +

21 ნოემბერი. 2020. 01:44

 

"რიგგარეშე არჩევნებზე მზაობა მმართველ გუნდში არ არის!“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტიკის კითხვას - არის თუ არა მზაობა მმართველ გუნდში, კომპრომისზე წავიდეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, თუ ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში შევა.

 

„თუ გადავხედავთ წარსულს, ყოველთვის ასე იყო, არსებობს პოლიტიკური სასწორი, ერთ მხარეს არის ნაკლული პარლამენტი, ანუ ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს და მეორეზე დევს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და ეს ჩვენს დაცვას ითხოვს. მეორე მხარეს ასევე დევს სტაბილურობა.

 

გადავხედოთ, სულ რომ გაიწიოს "ქართული ოცნება", ვინ რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე: სადისტი, თაღლითი, პოპულისტი და მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ამაზე ექნებათ პოზიტიური დამოკიდებულება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner