თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჭარაია წერს, რომ ქართულ ჯანდაცვას, მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არასდროს გადაუტანია, თუმცა, საბედნიეროდ, ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას ბევრ წარმატებულ ქვეყანაზე უფრო წარმატებულად უმკლავდება.
„კოვიდი კრიტიკულად გვიტევს️ ‼️‼️‼️ გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს‼️ გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს‼️ გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს‼️ გავუფრთხილდეს ჩვენს ჯანდაცვის სიტემას‼️
ქართველ ექიმს და ქართულ ჯანდაცვას, მსგავსი მასშტაბის გამოწვევა ფიზიკურად არასდროს გადაუტანია‼️ საბედნიეროდ ქართველი ექიმები და ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას‼️ თანაც ბევრ წარმატებულ ქვეყანაზე უფრო წარმატებულად‼️
თუმცა, მარტო გაძლება არაფერს უშველის, თუ საღი აზრი და სწორი პროგნოზირება არ შეეშველა გმირ ქართველ ექიმებს‼️‼️‼️ ნუ გავწირავთ ჩვენს თავს და გმირ ექიმებს, რომლებიც ხელფასის გამო ნამდვილად არ იდგამენ წელზე ფეხს“, - წერს ჭარაია.