ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთლის წარდგენას არ მიესალმება. როგორც ჟვანიამ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, მისთვის წერეთლის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან იგი წარმოადგენს პარტიას, რომელმაც, ჟვანიას თქმით, ბევრი დანაშაული ჩაიდინა.
„გიგი წერეთელი წარმოადგენს პარტიას, რომელმაც ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა საქართველოში და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას. ჩემთვის ეს კანდიდატურა მიუღებელია.
ჩემი პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" ეწეოდა", - აცხადებს გოგლა ჟვანია.