„ქუჩაში გასულ ოპოზიციას საკმარისი მიზეზები არ აღმოაჩნდა იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესები წარემართა. ეს ხომ სააკაშვილის მთავარი იარაღია“, - ამის შესახებ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ, გაზეთ „ასავალ დასავალს“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
„სააკაშვილს აშკარად დააკლდა განათლება იმისთვის, რომ კვალიფიციურად წაეყვანა რევოლუციური პროცესები. მან აშკარად ვერ მოახერხა ანტონიო ნეგრის ახალი ნაწარმოების „რევოლუციის დროების“ წაკითხვა. სწორედ ამიტომაც დაშვებული იქნა სტრატეგიული შეცდომები. ამას, ალბათ, გუბაზ სანიკიძეც გრძნობდა და ახლა ის, ალბათ, დაწერს „უქარქაშო ხმლების“ ქარქაშიან ვერსიას. ეს მეტად საინტერესო შრომა იქნება, როგორც ანტონიო ნეგრი ამბობს, არ არსებობს „ნახევრად რევოლუცია“ და ამიტომაც ხელისუფლების მიერ პორტფელების დათმობა ვერანაირ წარმატებად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.