„ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის განცხადება სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.
„ასეთი განცხადებების გაკეთება არის პრობლემური, რადგან რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფის ავადმყოფად მოხსენიება ხელს უწყობს მათი დისკრიმინაციის წახალისებას“, - განაცხადა შუბაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, სახალხო დამცველი ამ მიმართულებით აკვირდება გარემოს, წინაასაარჩევნოდ და ასევე სხვა პარიოდებშიც.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციის წახალისებას, შესაბამისი რეკომენდაციით მივმართავთ ხოლმე კონკრეტულ პირებს. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - აღნიშნა შუბაშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში თქვა: „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის“.