ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.
„საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მრავალფეროვანი პარლამენტი ჩამოყალიბდა, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღონ მანდატები და ახალ პარლამენტში შევიდნენ“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ ”, - ნათქვამია განცხადებაში.