„ისიც თქვას, - ვინ არიან რესპუბლიკელების მხარდამჭერები?! თუმცა, რას იტყვის, სად ჰყავთ რესპუბლიკელებს მხარდამჭერები?! ამიტომ ლანძღავს ყველას გამწარებული!“, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა“.
„ლევან ბერძენიშვილი ამბობს, - ნაცების მხარდამჭერები ჯალათები არიან და "ოცნების" მხარდამჭერები - ავადმყოფებიო!
აბა, ისიც თქვას, - ვინ არიან რესპუბლიკელების მხარდამჭერები?! თუმცა, რას იტყვის, სად ჰყავთ რესპუბლიკელებს მხარდამჭერები?! ამიტომ ლანძღავს ყველას გამწარებული!
ვერ ვაფასებთ, ვერა, მის მაღალ ინტელექტს!
ინტელექტუალი კი არა, ჩვეულებრივი დეგენერატია!“, - წერს მძინარაშვილი.