logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს NATO-ს
- +

24 ნოემბერი. 2020. 00:20

 

 

“ჩვენ საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს NATO-ს“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესის წერილში, რომელიც „EUObserver“-ში გამოქვეყნდა.

ის აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა სრულად და თანმიმდევრულად გაეწია კონკურენცია დიდ შავი ზღვის რეგიონში ყველა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რამაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება გამოიწვია.

 

„ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს NATO-ს“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

 

მისი თქმით, ეს ნაბიჯები კრემლს გააგებინებს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner