logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ზოგი კიევიდან ელოდება ნებართვას, ზოგი მოსკოვიდან, 2-3 პარტიადწოდებული უბრალოდ შატალოზეა
- +

24 ნოემბერი. 2020. 01:30

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სოციალურ ქსელში მორიგი ვრცელი პოსტით ეხმაურება:

 

ოპოზიცია ამბობს: ელჩების საქმეა გვითხრას პარლამენტში შედით, აბა რას გვეტყვიანო?

ჯერ ერთი, პოლიტიკის გარტყმაში რომ არ ხართ, ელჩების საქმე საერთოდ არაა თქვენი მომრიგებლობა (ფასილიტატორობა). მეორე, თუ იცით, რომ რაც ევალებათ, იმას გეუბნებიან, მაშინ რას დადიხართ?

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დავჯექით, უკვე დათმობაზე წავედითო. მართლა ავადმყოფებად თვლიან მთელ მოსახლეობას, ვინც ამათ ხმა არ მისცა.

ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოების ნახვაზე უარი თქვეს, მეორე რაუნდზე. მესამეზე რას ელოდებით?

ქართული ოცნება, თუ მესამე რაუნდზე იგივე ულტიმატუმი იქნება, გადით მოლაპარაკებებიდან.

 ოპოზიციურ პარტიებში ასეთი სიტუაციაა: ზოგი კიევიდან ელოდება ნებართვას, ზოგი მოსკოვიდან, 2-3 პარტიადწოდებული უბრალოდ შატალოზეა, არავინ შედის და ისინიც არ შედიან.

ისე, გაბუტული ბავშვებივით ცხვირში რატომ ჯუჯღუნებთ?!

კიდევ ერთი, რაც შეეხება დაფინანსებას. 2 ნოემბერს დავწერე დაფინანსების შეწყვეტის შესახებ და ავხსნი ლოგიკას, კარგად დაუკვირდით რასაც დავწერ.

 პარტიები დაფინანსებას იღებენ კონკრეტული მანდატების მიღების მიხედვით. შესაბამისად:

  1. 1. თუ ამ მანდატების თანახმად თავის ფუნქციებს არ ასრულებენ, ხმა არ მიაქვთ პარლამენტში, დაფინანსება სახლში ჯდომის გამო უნდა მიიღონ?

2.თუ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, დაფინანსება რა ლოგიკით უნდა მიიღონ?

  1. 3. თუ არ ცნობენ ევროსტრუქტურების სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს და რეკომენდაციებს და არჩევნების შედეგებს, არ გასცეთ პარლამენტარის დიპლომატიური პასპორტები და პარლამენტის სახელით აუკრძალეთ ევროსტრუქტურებში მივლინებებიც და ონლაინ მონაეილეობაც. იფრინონ და ჩაერთონ არასაპარლამენტო ფორმატში“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner