logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:43

 

 

როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფას მიაყენებ, გაუგებარი საქციელია, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის“

 

 

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner