logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:47

 

 

პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე. ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან არ გავდივართ დიალოგზე. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმო-ს და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვაქცინა ფიზიკურად უნდა გვქონდეს, ჯანდაცვის სისტემა ლოჯისტიკური პროცესის გამართვისთვის ემზადება.

 

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მექანიზმის გაძლიერებას. მაგალითად, ფაიზერის ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმვა დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner