თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტში ბიუროკრატიული ხარჯებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ცრუობს, და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი.
„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არის ტყუილი, არანაირი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი. თუმცა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბიუჯეტი, რომელიც საბოლოო იქნება, იქნება რადიკალურად განსხვავებული არსებული ბიუჯეტიდან და იქნება გაცილებით მეტი“ - განაცხადა კალაძემ.