„ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.
„ეუთო/ოდირის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელზეც მითითებები არის, მომავალში მოგვიწევს გამოსწორება, რომ არ განმეორდეს.
მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.