logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: აშშ-სა და NATO-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას
- +

24 ნოემბერი. 2020. 21:05

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აშშ-სა და NATO-ს  გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

 

"საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და NATO-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო და ხომალდ "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი.

 

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - წერს კელი ჯოუნსი.

 

აღსანიშნავია, რომ ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner