საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აშშ-სა და NATO-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
"საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და NATO-ს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო და ხომალდ "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი.
„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - წერს კელი ჯოუნსი.
აღსანიშნავია, რომ ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.