ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებული გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, სადაც შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.