„ალბათ არასდროს წაიკითხავ ამ წერილს, მაგრამ მე მაინც იგივეს დავწერ, არა როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, არამედ როგორც არგენტინელი მასწავლებელი, პროფესია, რომელიც ავირჩიე და მიყვარს ისე, როგორც შენ - შენი.
შემეძლო, დამეწერა შენს არაჩვეულებრივ ტალანტზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საყვარელ სპორტში და, რომ მერგო პატივი, ვყოფილიყავი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც მომსწრეა შენი მაგიის, ან იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღძრავ. მაგრამ ეს იქნებოდა კლიშეების გამეორება. ამის ნაცვლად, მინდა გთხოვო დახმარება იმაზე ბევრად რთულ გამოწვევაში, ვიდრე შენ ოდესმე გქონია. მინდა გთხოვო დახმარება რთული მისიის შესრულებაში, იმ ბავშვების ხასითის ჩამოყალიბებაში, რომლებისთვისაც საფეხბურთო გმირი და მისაბაძი მაგალითი ხარ.
მნიშვნელობა არა აქვს, რამხელა სიყვარულსა და თავგანწირვას ჩავდებ ჩემს საქმეში. მე ვერასდროს გამოვიწვევ ჩემს სტუდენტებში ისეთ აღტაცებას, როგორსაც ვინმე შენი მსგავსი. ახლა კი ისინი ხედავენ, რომ მათი ყველაზე დიდი კუმირი დანებდა. გთხოვ, არ მიანიჭო სიამოვნება იმ დაბალი სულის ადამინებს, რომლებიც ათასობით აუხდენელი ოცნებით იმედგაცრუებულნი არიან და ბრაზს ფეხბურთელისკენ მიმართავენ, რომლებიც ყველაზე ლაპარაკობენ, რადგან ეს უფასოა და ადვილი. ამას გეუბნება მასწავლებელი, რომელიც მიუხედავად ჩვენს შორის მანძილისა, ებრძვის არგენტინულ ამ ცუდ ჩვევას, რომ სხვისი საქმიანობა ყოველთვის იოლია, გოლების გატანა ისეთივე ადვილია, როგორც სახლის აშენება ან ადამიანის მომავლის შექმნა. ეს არის ავადმყოფური აკვიატება ვინმეს დამცირებისა, ან მსაჯულად გადაქცევის, რომელიც ზიზღით და ამპარტავნებით აკრიტიკებს სხვების საქმიანობას, აფასებს მხოლოდ მოგებებს და შეცდომებს არქმევს მარცხს. ეს შეცდომები გვაქცევს ჩვენ ადამიანებად და გვასწავლის.
გთხოვ, არ წახვიდე. ნუ აფიქრებინებ ჩემს სტუდენტებს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მოგება და პირველობაა მნიშვნელოვანი. ნუ აჩვენებ მათ, რომ მიუხედავად იმისა, როგორი წარმატებული ხარ ცხოვრებაში, შენ ვერასდროს მოუტან სიხარულ სხვებს და უფრო მეტიც, ნუ აგრძნობინებ, რომ მათ უნდა იცხოვრონ სხვების გასაბედნიერებლად. ნუ გაუგზავნი მცდარ მესიჯს, რომ მიუხედავად ამდენი დაბრკოლების გადალახვისა, ბრძოლისა პატარა ასაკიდან, რომ გამხდარიყავი ტრიუმფატორი, როგორიც ახლა ხარ, მიუხედავად, ბავშვობაში აღებული დიდი პასუხისმგებლობისა - დაგემარცხებინა ფიზიკური ნაკლოვანებები, რათა აგეხდინა ოცნებები, ეს ყველაფერი წაახდინა იმ შურიანი ხალხის კრიტიკამ, რომლებიც გულის სიღრმეში კვდებიან, ისე უნდათ, იყვნენ შენნაირი.
თუ შენ, რომელსაც ოჯახი მუდამ გვერდში გყავს, ფლობ დიდ პიროვნულ სიმდიდრეს და გაქვს უამრავი ადამიანის მხარდაჭერა, არ შეგიძლია გაუმკლავდე უამრავ დაბრკოლებას, მაშინ როგორ ირწმუნონ მათ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება ყოველდღიურად?
მე არ ვესაუბრები მათ იმაზე, თუ როგორ არჩვეულებრივად თამაშობს მესი ფეხბურთს, არამედ - ვარჯიშზე ათასობით დარტყმულ საჯარიმო დარტყმაზე, რომ გააუმჯობესოს ეს კომპონენტი. მე ვესაუბრები მათ მესიზე, რომელსაც ბავშვობაში უამრავი მტკივნეული ნემსის გაკეთება უწევდა, რათა აეხდინა ოცნება. იმ მესიზე, რომელიც გამომუშავებული ფულით ეხმარება სხვას, მის მსგავს ბავშვებს სიძნელეების დაძლევაში. მე ვესაუბრები მათ ზრდასრულ მესიზე, კაცზე, რომელსაც ჰყავს ოჯახი და ყოველდღიურად უმკლავდება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას - იყოს კარგი მამა. მესიზე, რომელიც შუა თამაშში მისკენ მიმავალ გულშემატკივარს იცავს ზიანის მიყენებისგან. მესიზე, რომელმაც შეიძლება პენალტი ააცილოს, რადგან შეცდომები გვაქცევს ადამიანებად და ეს აჩვენებს, რომ ყველა დროის საუკეთესოც კი არ არის სრულყოფილი.
არ დანებდე, არ გაიხადო ჩვენი ქვეყნის ფერებში გაწყობილი მაისური, რადგან, როცა ამ მაისურს იცვამ, ხდები რიგითი არგენტინელი, ყველა ჩვენგანის წარმომადგენელი. ყველა არ ველით მედლებს და თასებს, რათა ვიამაყოთ, რომ შენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ. გთხოვ, ნუ აფიქრებინებ ჩემს სტუდენტებს, რომ მეორეობა წაგებას ნიშნავს და პიროვნული ღირსება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სავსეა თასების ოთახი და რომ თამაშის წაგება დიდების დაკარგვის ტოლფასია.
ჩემმა სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ დიდსულოვანი გმირები, იქნებიან ექიმები, ჯარისკაცები, მასწავლებლები თუ ფეხბურთელები, არიან ისინი, ვინც ყველაფერს აკეთებენ სხვების კეთილდღეობისთვის, თუნდაც იცოდნენ, რომ ამას მეტად არავინ დაუფასებს; თუნდაც იცოდნენ, რომ თუ წარმატებას მიაღწევენ, ტრიუმფი ყველას ეკუთვნის, ხოლო მარცხი - მხოლოდ მათ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მათ აქვთ გმირობა და სიმამაცე, როცა ისინი იბრძვიან და ძლევენ მარცხს გაბედულებით და მხნეობით, თუნდაც მთელი სამყარო ამბობდეს, რომ ამას ვერ შეძლებენ.
და ერთ დღეს ისინი მოიპოვებენ უდიდეს გამარჯვებას: იქნებიან ბედნიერები საკუთარი თავით, იმ დემონების გარეშე, რომელთანაც შეხვედრა მოუწიათ, რათა ამისთვის მიეღწიათ.
ყველა ბურთებზე ლაპარაკობს, მე კი შენი სულის სიძლიერის მჯერა" - ენტრე რიოელი.