„„ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ის რეკომენდაციები და ხარვეზები, რაც დასკვნებშია ასახული არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა.
„ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ის რეკომენდაციები და ხარვეზები, რაც დასკვნებშია ასახული არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო ერთი რამ, ვინაიდან მათი მხრიდან იკვეთება ულტიმატუმი, ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება, ვინაიდან არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას. ჩვენ მზად ვართ, მათთან კომპრომისულად გამოვნახოთ საერთო ენა“, - აცხადებს ამილახვარი.