logo_geo
eng_logo
სოსო ფხაკაძე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო უნდა მოხდეს შეზღუდვა, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ყველაზე ღირებული, ადამიანის სიცოცხლეა
- +

25 ნოემბერი. 2020. 21:26

 

 

 ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან  ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მისივე თქმით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არის ღირებული და მით უმეტეს, ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

 

„ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა. აუცილებლად მინდა დავამატო ის, რომ დღეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბიზნესი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, -  განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner