logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: შეუწყდეთ ყველანაირი ფინანსური პრივილეგიები და აეკრძალოთ მედიით მანიპულირება
- +

25 ნოემბერი. 2020. 21:48

 

 

 

სახელმწიფო უნდა აშენდეს სახელმწიფოს შენების პრინციპით. ლიბერალიზმის ნიღბის ტყავში გახვეული რუსული საქმის მკეთებელი ნაძირლები ანგრევენ დემოკრატიასაც და ეროვნულობასაც”, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ბევრჯერ დამიწერია და მითქვამს - 1918 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის შენება დაიწყო სოციალ-დემოკრატიული (ნამდვილი სოციალ-დემოკრატიული) პრინციპებით. იმ თეორიული წინამძღვრებით, რაც დღეს სკანდინავიის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება.

ჩამოდიოდნენ უცხოელი დამკვირვებლები და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩვენი წარმატებული რეფორმების გამო. თითქმის იგივე სიტუაცია იყო 1991 წელს, როცა ახალი ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ მხოლოდ თეორიულ ბაზაზე დამყარებული, ზეპირსიტყვიერებით გავრცელებული ეროვნული პრინციპებით.

ორივე შემთხვევაში მთავრობებს ქვეყნის მშენებლობა სურდათ იდეალისტური ხედვით,  არადა გარშემო იყო პანდემია სახელად "იმპერიული რუსეთი", რომელიც დღესაც არის და თავის ვირუსებს ნაცმატარებლების სახით უსიმპტომოდ ავრცელებს.

სახელმწიფო უნდა აშენდეს სახელმწიფოს შენების პრინციპით. ლიბერალიზმის ნიღბის ტყავში გახვეული რუსული საქმის მკეთებელი ნაძირლები ანგრევენ დემოკრატიასაც და ეროვნულობასაც.  

ეს კი სახელმწიფოს დანგრევის აშკარა საწყისია.

უკაცრავად სიხისტისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია - არ შედიან პარლამენტში? არ ცნობენ დემოკრტიულ პრინციპებს? სურთ ქვეყნის განადგურება?

გამოცხადდეს სახალხო დიქტატურა, ანუ შეუწყდეთ ყველანაირი ფინანსური პრივილეგიები და აეკრძალოთ მედიით მანიპულირება (კიდევ არის რამდენიმე პუნქტი, მაგრამ ამას ნელ-ნელა გეტყვით“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner