დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა. სამაშველო ღონისძიება რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მაშველთა ჯგიუფები და სასაზღვრო პოლიციის ვეტრმფენი იყო ჩართული.
უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა.
62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.