„სრული უმრავლესობა, ვინც გურამ შარაძეს, ამათუიმ საკითხზე, სხვადასხვა პოზიციიდან როდესმე ებრძოდა, დღეს გაერთიანებულად დგას მისი მკვლელის - სააკაშვილის გვერდით“, - ამის შესახებ რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ლევან ბერძენიშვილის თემამ „კაი-კაი“ რამეები გამახსენა, არ დავიზარე, მოვძებნე და ვეღარც მოვშორდი სულ ასე მჭირს - თითქოს, პირველად ვკითხულობ. ამონარიდებს დავდებ აქ, წაიკითხავთ და ვიცი, დამეთანხმებით. საოცარია - ვუყურებ და თითქმის, სრული უმრავლესობა, ვინც გურამ შარაძეს, ამათუიმ საკითხზე, სხვადასხვა პოზიციიდან როდესმე ებრძოდა, დღეს გაერთიანებულად დგას მისი მკვლელის - სააკაშვილის გვერდით. ასე როგორ იპოვეს ერთმანეთი ყველამ ერთად?! ხალხს ეზიზღება, იციან, მაგრამ მაინც ცეცხლით და მახვილით მოდიან!
ეს რა მოუშორებელი ჭირია!!!“, - წერს შარაძე.