ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სამყარო დაობლდა.
არცა ტაისონს კრივში,
არცა ფედერერს ჩოგბურთში,
არცა თვით მაიკლს კალათბურთში...
არცა სენას, შუმახერს...
არცა არავის არ შეუქმნია ისეთი სახე, როგორიც შექმნა მან - დიდმა ეგომ - დიეგომ.
ჩვენ გვახსოვს ის ტანგოს ცეკვისას, პინგ-პონგის ბურთის კენწვლისას, განგრეულ კაიფში ტრიბუნაზე, რომის პაპთან ჩხუბისას...
ეგოოოოო... ეგოოოოო-ს მღერისას.
კუსტურიცასთან... მწვრთნელობისას....
ნეაპოლის ქუჩებში... შვილებთან... საყვარლებთან... კასტროსთან...
ტკივილებში და სიხარულებში.
მშვიდობით დიდო დიეგო!“, - წერს ტაბლიაშვილი.