„თქვე უბედურებო, აგიჩემებიათ, არჩევნები გაგვიყალბესო. ვინ გაგიყალბათ? თქვენ თვითონ გააყალბეთ და რაკი საწადელს მაინც ვერ მიაღწიეთ, რაკი ძალაუფლება გაიძვერობით ხელში ვერ ჩაიგდეთ, შეტევაზე გადახვედით!“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის მისამართით.
ზედელაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, ქვეყნის მტერია.
„ყველა, ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, არის მავნებელი და ქვეყნის მტერი!
გამორიცხულია, მაგრამ დავუშვათ, დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ამას ხომ სჭირდება ათეულობით მილიონი ლარი? გარდა ამისა, ხომ უნდა დაიწყოს ხელახლა გადასვლა, გადმოსვლა, მისვლა, მოსვლა, შეხვედრები და ტვინის ბურღვა?
ხომ უფრო გამძაფრდება პანდემია, რომელსაც ჩვეულებრივ გრიპად თვლიდით, თქვე დამპალი თესლიდან აღმოცენებულნო?!
დაბოდიალობთ, უსაგნოდ ლაყბობთ, ჰაერს აფუჭებთ, ხალხს აავადებთ, ბო*ობას სთესავთ, უნამუსობას ამრავლებთ!
თქვე უბედურებო, აგიჩემებიათ, არჩევნები გაგვიყალბესო. ვინ გაგიყალბათ? თქვენ თვითონ გააყალბეთ და რაკი საწადელს მაინც ვერ მიაღწიეთ, რაკი ძალაუფლება გაიძვერობით ხელში ვერ ჩაიგდეთ, შეტევაზე გადახვედით!
თქვენ იმაზე მეტი მიიღეთ, ვიდრე გეკუთვნოდათ. გააყალბეთ და ამიტომ. იმის ნაცვლად, რომ ენები დაიმოკლოთ, აქეთ იბრიქებით.
რას დეეთრევით საელჩოებში ფლასიანი ინდაურებივით? რას დამათხოვრობთ? თან იძახით, მონები არ ვართო. მონები კი არა, სულით ავადმყოფები ხართ, "კაგებეშნიკ" თემურ ალასანიას ტ**ის მლოკველები!
საცოდავებო, მართლა რომ გაგიჟდეს ხელისუფლება და ხელახალი არჩევნები ჩაგიტაროთ 5%-იანი ბარიერით, თქვენგან ხომ ბუნდღა აღარ დარჩება?!
ფუჰ, ფუჰ, ფუჰ!“, - წერს ზედელაშვილი.