„თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივის ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა.
„რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ესეც სხვათაშორის „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად, ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა. რომ შეადაროთ მანამდე მოქმედ სისტემას, რომელიც რთული განტოლების სისტემა იყო, სადაც ვერავინ გაერკვეოდა რომელი პარტია რა დაფინანსებას და რატომ იღებდა, ახლა არის უფრო მარტივი და გამჭვირვალე. ცხადია, დაფინანსების სისტემა მიბმულია ამომრჩეველთა ხმებზე და დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან. თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს ამ დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.