ფილოლოგ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მოთხოვნით, გამოდის, რომ აღნიშნული პარტიები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ.
„პარტიებმა კანონის შესაბამისად, დაფინანსება მოითხოვეს; თუმცა, იმავე კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ და გამოდის, რომ ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ. ეს ამბავი სხვაგვარად ვერ აიხსნება“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. მათ შორის არიან პარტიები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.