logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ადეიშვილი ტყუილად არ ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს...
- +

2 ივლისი. 2016. 11:17



კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებას აფასებს იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.


მოლაშვილის თქმით, ადეიშვილის განცხადებები და მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი აქტივობები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ეძებენ.


ამის შესახებ მოლაშვილმა გადაცემა „20/30"-ში ისაუბრა.


„ადეიშვილი ტყუილად არ ამბობს, რომ ოცნებობს საქართველოში დაბრუნებაზე, რომ სააკაშვილს ვერავითარი პროცედურები, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, ვერ დააბრკოლებს და ქართველი ხალხის სულიერი მოწოდებისთანავე იმ წუთში აქ გაჩნდება ჯადოქარივით. ეს ყველაფერი ხდება ერთი მიზნით - კვლავ დაიმორჩილონ საქართველო", - განაცხადა მოლაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner