logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ისევე როგორც ყველა დიდ პიროვნებას, არც მას აპატიეს დინების წინააღმდეგ ცურვა
- +

26 ნოემბერი. 2020. 21:03

 

 

მიუხედავად იმისა რომ მუდამ ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყავი, ბავშვობიდან ჩემი ოთახის კარებზე მხოლოდ  ბოკას ფორმაში გამოწყობილი 18 წლის მარადონას პლაკატი მქონდა გაკრული!!!“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი  სანდრო ბრეგაძე „ფეიბსუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ის ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას ვრცელი პოსტით ეხმაურება.

 

ნამდვილი ფეხბურთის პრინცი და ახლა უკვე მეფე, რომანტიკული 80-იანების კუმირი, რევოლუციონერი და დინების წინააღმდეგ მცურავი დიეგო‼ ისევე როგორც ყველა დიდ პიროვნებას, არც მას აპატიეს დინების წინააღმდეგ ცურვა. მახინჯმა გლობალისტებმა, მილიონერმა ჩინოვნიკებმა, მსოფლიოს საფეხბურთო მაფიამ - მარადონას ფეხბურთის თამაში აუკრძალა‼! ეს ისეთივე დანაშაული იყო, როფორც პიკასოსათვის ხატვა, მოცარტისთვის მუსიკა, ფელინისთვის ფილმის გადაღება რომ აგეკრძალა‼!

ასეა, მუდამ-უნიჭოები ნიჭიერებს ცხოვრებას უმწარებენ, იმ საქმის კეთებას უკრძალავენ, რაშიც გენიოსები იყვნენ‼

მარადონასთვის დისკვალიფიკაციის მიმცემი და ფეხბურთის თამაშის ამკრძალავი მაფიოზ-ჩინოვნიკები სალიერის შთამომავალი ნაძირლები არიან, რომლებმაც მარადონა წაგვართვეს, მარადონას ფეხბურთი მოკლეს‼

 

 რუსეთში ჩატარებული ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის არცერთი თამაში არ მახსოვს, სამაგიეროდ დღევანდელი დღესავით მახსოვს - 1982 წლის მსოფლიოზე პატარა დიეგო, რომელმაც უნგრეთთან გაიბრწყინა, იტალიასთან ჯენტილემ დაჩეხა, ბოლოს ბრაზილიასთან ნერვებმა უმტყუნა ჯერ კიდევ ბავშვს და წიხლი ჩაარტყა ბრაზილიელ ბატისტას. მაგრამ პიკი 1986 წელი იყო, ღმერთის ხელით გატანილი გოლი და მოედნის ცენტრიდან მოტყუებული მთელი ინგლისის ნაკრები, ძირს დაწვენილი პიტერ შილტონი და საოცარი, საოცარი, განუმეორებელი გოლი, რომლის დარი გოლიც არასოდეს, არავის გაუტანია და ალბათ ვერასოდეს გაიტანს.

შემდეგ იყო 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მარტომ ათრია ფინალამდე ნაკრები და 1994 წლის სირცხვილი, სადაც ფიფა-ს მაფიამ პირდაპირ ტყვია ესროლა დიეგოს.

არასოდეს არავის ჯეროდა,  რომ მარადონა დოპინგის გამო იყო მაგარი, არ ჯეროდა რადგან ტყუილი იყო. ასე გაწირეს და მოკლეს დინების წინააღმდეგ მოსიარულე,”ბუნტოვშიკი” დიეგო‼!

 

წავიდა მარადონა და დამთავრდა ფეხბურთი, ნამდვილი ფეხბურთი, ფეხბურთი რომელსაც საკუთარი ქვეყნის დროშისთვის თამაშობდნენ და არა ტოტალიზატორის ფულისთვის. მე და ჩემს თაობას ჩვენი დიეგო გვეყოლება,ხოლო სხვებს ეს გაპრანჭულ-დახატული, დასვირინგებული, მოდელის გარეგნობის მეტროსექსუალ-ნარცისი ბალერონები გყავდეთ, რომლებიც სამშობლოს და ოჯახსაც კარგი კონტრაქტის გამო გაყიდიან‼ ადიოს დიეგო‼ დიდი მადლობა ყველა წუთისთვის‼“, - წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner