logo_geo
eng_logo
ნატახტარს წლის ბოლომდე უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
- +

26 ნოემბერი. 2020. 21:58

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარის მოსახლეობას მალე ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ცნობით, უკვე მოეწყო ორას მეტრიანი ჭაბურღილი, კომპანია მალე სოფლის დაქსელვით სამუშაოებს დაიწყებს.  შედეგად 150 ოჯახს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაეჭრება. პროექტის ღირებულება 270 ათასი ლარია.

 

მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გია გიუტაშვილთან ერთად მოინახულა.

 

„აღნიშნულ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მიმდინარე სამუშაოები,რომელიც ბიუჯეტს 270 ათასი ლარი უჯდება წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებენ, გარდა ამისა ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობაც“,-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner