რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება:
„რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს თ ე ა ტ რ ი და მ ა რ ა დ ო ნ ა!
Argentina - mejor país del mundo! რუსთაველის თეტრს დიეგო მარადონამ მაისური გადასცა.
ჯერ ჩემთან ინახება, ალბათ სულ მალე თატრის მუზეუმში იხილავთ!
წარწერა მაისურზე:
“რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის ბიჭებს მთელი ჩემი სიყვარულით!
დ ი ე გ ო.”
და ხელს აწერს!
ფოტო:
1.დიეგო და თასი
ახლა კი ამბავი თუ როგორ ჩამივარდა ხელში ეს უძვირფასესი რელიქვია...
Teatro de San Martin-ში ბრეხტის “არტურო უის საოცარ კარიერას” ვდგამდი, ჩემთან სულ პატარა როლს დიეგო მარადონას ქალიშვილის boyfriend-ი თამაშობდა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როცა მითხრა დიეგოს სასიძომ, დიდი ფეხბურთელი გენერალურ რეპეტიციაზე დავპატიჟე.
ო, როგორ შემეშალა! მთელი დარბაზი (თეატრი კი გადატენილი იყო) სცენას კი არა მარადონას შესცქეროდა!
დამთავრებისას დიეგომ ეს მაისური გადმომცა. შუშის ქვეშ, ჩარჩოში ვინახავ!
ღმერთმა შეუნდოს ჩემი საყვარელი ქვეყნის, არგენტინის გმირს!“, - წერს სტურუა.