logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: დიეგომ ეს მაისური გადმომცა, ჩარჩოში ვინახავ!
- +

26 ნოემბერი. 2020. 23:00

 

 

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა  ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება:

 

რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს   თ ე ა ტ რ ი  და  მ ა რ ა დ ო ნ ა!

Argentina - mejor país del mundo! რუსთაველის თეტრს დიეგო მარადონამ  მაისური გადასცა.

ჯერ ჩემთან ინახება, ალბათ სულ მალე თატრის მუზეუმში იხილავთ!

წარწერა მაისურზე:

“რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის ბიჭებს მთელი ჩემი სიყვარულით!

დ ი ე გ ო.”

და ხელს აწერს!

ფოტო:

1.დიეგო და თასი

  1. დიეგო და მესი

ახლა კი ამბავი თუ როგორ ჩამივარდა ხელში ეს უძვირფასესი რელიქვია...

Teatro de San Martin-ში  ბრეხტის “არტურო უის საოცარ კარიერას” ვდგამდი, ჩემთან სულ პატარა როლს დიეგო მარადონას ქალიშვილის  boyfriend-ი თამაშობდა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როცა მითხრა დიეგოს სასიძომ, დიდი ფეხბურთელი გენერალურ რეპეტიციაზე დავპატიჟე.

ო, როგორ შემეშალა! მთელი დარბაზი (თეატრი კი გადატენილი იყო) სცენას კი არა მარადონას შესცქეროდა!

დამთავრებისას დიეგომ ეს მაისური გადმომცა.  შუშის ქვეშ, ჩარჩოში ვინახავ!

ღმერთმა შეუნდოს ჩემი საყვარელ ქვეყნის, არგენტინის გმირს!“, - წერს სტურუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner