logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: 26 ნოემბერს სიმონ ხეჩინაშვილი დაიბადა
- +

26 ნოემბერი. 2020. 23:23

 

 

არდავიწყება. 101 წლის წინათ, 1919 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა სიმონ ხეჩინაშვილი (1919-2010)“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ურთავს მოკლე ინფორმაციას:

 

ექიმი - ოტორინოლარინგოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1980) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996-2010), თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი (1979 წლიდან), 180 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის ავტორი, ოქტომბრის რევოლუციის, წითელი დროშისა და ლენინის ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

სიმონ ხეჩინაშვილი გარდაიცვალა 2010 წლის 23 ივნისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner