logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თუ ცესკოს არ ენდობით, შესაბამისად არ უნდა მიმართოთ ამ ორგანოს და არც დაფინანსება უნდა მიიღოთ
- +

27 ნოემბერი. 2020. 02:21

 

 

 

რამდენ უტიფარ განცხადებასაც გააკეთებთ, იმდენჯერ გიპასუხებთ: პარტიებს ფული გეკუთვნით არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ანუ, რამდენი ხმაც, ანუ რამდენი პროცენტიც, რამდენი მანდატიც აიღეთ, დაფინანსებასაც შესაბამისს იღებთ“, -  ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს-თვის დაფინანსების მოთხოვნის ფაქტს.

 

 

ანუ, თუ არჩევნების შედეგებს არ ცნობთ, თუ ცესკოს არ ენდობით, შესაბამისად არც უნდა მიმართოთ ამ ორგანოს და არც დაფინანსება უნდა მიიღოთ.

 

 

თქვენ არც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ცნეთ და დღემდე არ მიულოცეთ, თუმცა მას მიმართავთ, როცა მისგან რაიმე გსურთ და მისგან შეწყალებას ითხოვთ და იღებთ.

 

 

პარტიები განვითარებისთვის კი არა, ოფისების დასაფინანსებლად და პოლიტიკური საქმიანობისთვის, ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის ფინანსდებიან.

 

 

მთლად შეუგნებლებისთვის 59 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. დაფინანსება განა არჩევნებში მონაწილეობისთვის გეძლევათ, არამედ კონკრეტული ხმების მიღების შესაბამისად. თუ არ ცნობთ ამ შედეგებს, თუ არ აპირებთ საპარლამენტო საქმიანობას, მაშინ დაფინანსების ოდენობას რატომ ცნობთ?

 

 

საოცარი ვითარებაა: დასავლეთი არჩევნებს ცნობს, რუსეთს არჩევნები არ მოსწონს. პრორუსული და ე.წ. პროდასავლური პარტიები დასავლეთის პოზიციებს არ იზიარებთ. ანუ, ლავროვის გემოვნებაზე ხართ მომართული.

 

 

ვინმეს გაქვთ წარმოდგენა პარტიებმა რამდენი დახარჯეს არჩევნებზე? ოფიციალურ ხარჯებზე არ გეკითხებით, შავი ხარჯები თუ იცით? დავწერ ამ დღეებში“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner