ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ეხმაურება ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს-თვის დაფინანსების მოთხოვნის ფაქტს:
„მელა კვდებოდა და თავი საქათმისაკენ ჰქონდა გადადებულიო ამბობს ხალხური სიბრძნე და მართალიც ყოფილა!
აგერ ნაცევრონაცთა საძმომ და მათმა ანასხლეტებმა დაადასტურეს გუშინ ეს გამონათქვამი!
21 ნოემბრის შემდეგ ვითომ ბოიკოტისტმა და საბოლოოდ პოლიტიკური გახრწნის გზაზე დამდგარმა "პატივცემულმა გვამებმა" იყნოსეს რა ფულის დაკარგვის საფრთხე მაშინვე ძვირადღირებულ ქურქში გახვეულ მ ე ლ ი ა ს მეთაურობით უმალ მიმართეს, სადაც ჯერ არს და მოითხოვეს "კუთვნილი ბარკალი"!
ამით კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს საკუთარი ხარბი ბუნება! ანუ ნაცებო
"არ შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"-ო.“, - წერს გვენეტაძე.